სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება არ არის სირთულესთან დაკავშირებული, თუმცა ის მოითხოვს, მიმღებლობას, ინტერესსა და ექსპერიმენტების მიმართ დიდ სურვილს. მეთოდების ეფექტურად განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა მისი საფუძვლების გააზრება და გუნდის მომზადება/მობილიზება პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომებისთვის. ინოვაციური სწავლების მეთოდების წარმატებით გამოსაყენებლად, აუცილებელია, რომ გუნდს ჰქონდეს ერთიანი აღქმა/გაგება პრობლემის რომლის გადაჭრასაც ცდილობთ და ასევე, მომართული იყოს რომ ყველა შემდგომი სამუშაო დაკავშირებულია პრობლემის გადაჭრასთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მულტიდისციპლინარული გუნდის ჩამოყალიბება. სხვადასხვა დარგისა და ისტორიის მქონე წევრებით დაკომპლექტებული გუნდი განსხვავებული პერსპექტივიდან აფასებს პრობლემას. მოცემული მიდგომა პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან დიაპაზონს ქმნის და ამასთან ინოვაციური ფიქრის საშუალებას უტოვებს ჯგუფის წევრებს.
სწავლების ინოვაციური მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ემპატია. მოცემული მიდგომა მოითხოვს მომხმარებელთა საჭიროებების, სურვილებისა და იმედგაცრუებების სიღრმისეულ შესწავლას. ხშირ შემთხვევაში შედეგი მიიღწევა სიღრმისეული ინტერვიუების, დაკვირვებებისა და ემპათიური დავალებების გზით.
შემდეგი ეტაპი არის იდეაციაა, რომელიც მოიცავს იდეების გენერირებას პოტენციური გადაწყვეტილებების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით განსაზღვრის მიზნით. ყველაზე პერსპექტიული იდეების შერჩევის შემდეგ მოდის, პროტოტიპის შექმნის ეტაპი, რომელიც გულისხმობს ფუქნციური მოდელების შექმნას და მათ შესაძლო დატესტვას. პროტოტიპირება უზრუნველყოფს მომენტალურ უკუკავშირს ფუნქციურობაზე და იძლევა დიზაინის სწრაფი კორექტირების შესაძლებლობას მომხმარებლის რეალური გამოცდილების საფუძველზე.
და ბოლოს რეალურ მომხმარებლებთან ტესტირება არის ერთ-ერთი საკვანძოდ მნიშვნელოვანი. პროცესში მნიშვნელოვანია დეტალური გამოხმაურების შეგროვება და მისი გამოყენება დიზაინის გამეორებისა და გაუმჯობესებისთვის. სწავლების ინოვაციური აზროვნების პროცესის თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს შესწავლასა და გაუმჯობესების შესაძლებლობას. რაც საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქტის წარმატების შანსებს. აღნიშნული პროცესი ორგანიზაციებს ეხმარება რომ მოერგოს ცვალებად საჭიროებებს და უზრუნველყოფს შედეგების შესაბამისობასა და მდგრადობას.