სწავლების ინოვაციური მეთოდები არის მიდგომა, რომელიც გამოიყენება პრობლემების პრაქტიკულად და კრეატიულად გადაჭრისთვის. მისი საფუძვლები ჩაშენებულია იმ მეთოდებსა და პროცესებში, რომელიც ძირითადად პრაქტიკული და ეფექტური გზებით გამოიყენება. მოცემული მეთოდები ფართო სპექტრს მოიცავს და არ არის მხოლოდ ინოვაციური მიდგომით შეზღუდული.
ინოვაციური სწავლების მეთოდების შესახებ პირველი პუბლიკაცია 1959 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ე. არნოლდმა გამოაქვეყნა. ინოვაციური სწავლების მეთოდები არის მიდგომა, რომელიც პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრაში გვეხმარება და მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებას უწყობს ხელს.
აღნიშნული მეთოდი კომპანიებში არა მხოლოდ მენეჯმენტისა და დიზაინის ერთგვარი განაცხადია, არამედ გამოიყენება პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და გაუმჯობესები მიზნით. სწავლების ინოვაციური მეთოდები ემპათიით იკვლევს მომხმარებლის საჭიროებებს და მიღებული შედეგების საფუძველზე ეძებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების გზებს. საბოლოო ჯამში პროცესი ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებას კონკრეტულ პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებაში.
ინოვაციური სწავლების პროცესი, თავის მხრივ, იყოფა ხუთ ძირითად ფაზად.
ემპათიის ფაზა: ემპათიის ფაზა არის მთელი პროცესის საკვანძო ელემენტი. მოცემულ ფაზაში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მომხმარებლის საჭიროებებზე, მიზნებსა და სურვილებზე, რათა სწორად მოვიპოვოთ რეალური ინფორმაცია. მოცემული აღქმა წარმოადგენს შემდგომი ფაზების საფუძველს, როგორიცაა პრობლემების განსაზღვრა და იდეების გენერირება. იგი ხაზს უსვამს ჰუმანურობასა და თანაგრძნობას, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება მომხმარებლებისთვის. ემპათიის ფაზაში გამოყენებული საერთო მეთოდები მოიცავს დაკვირვებას და ემპათიურ ინტერვიუებს
განსაზღვრების ფაზა: ამ ფაზაში ჩვენ ვფოკუსირდებით მომხმარერბლის გარშემო შესწავლილ საკითხებზე და ვცდილობთ ვიპოვოთ ემპათიის ფაზის დროს მიღებული სხვადასხვა კავშირი. ამ კონკრეტული ფაზის მიზანია, რომ მკაფიოდ განისაზღვროს გადასაჭრელი პრობლემა.
იდეაციის ფაზა:მოცმული ფაზა ქმნის სივრცეს კრეატიულობისა და განსხვავებული აზროვნებისთვის, სადაც წინსწრებით განსაზღვრული პრობლემის საფუძველზე გენერირდება უამრავი იდეა და გამოსავალი. აღნიშნულ პროცესში გამოიყენება ისეთი ტექნიკები როგორიც არის: ბრეინ შტორმინგი, მაინდ მეფინგი და ბოდი შტორმინგი.
პროტოტიპირების ფაზა: მოცემული ფაზა დაკავშირებულია იდეების ექსპერიმენტებთან და ხელშესახებ პროდუქტთან გადაქცევასთან. პროტოტიპი თავისხმრივ არის კონკრეტული პროდუქტის სატესტო ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ პირობებში გაიტესტოს ფუნციურობა და ეფექტურობა, ასევე იდენტიფიცირება მოხდეს პროტოტიპის ძლიერი და სუსტი მხარეების.
ტესტირების ფაზა: პროტოტიპების შექმნას, მოსდევს ტესტირების ფაზა, რომელიც გულისხმობს მათი მუშაობის შემოწმებას მომხმარებელთან რეალურ გარემოში. პროცესის მთავარი მიზანია, რომ დადგინდეს ინოვაციური გადაწყვეტილებები რეალურად რამდენად ჭრის იდენტიფიცირებულ პრობლემებს და ღირებულია თუ არა მომხმარებლისთვის.
ზემოთ განსაზღვრული ფაზები ქმნიან ციკლს, რომელიც შესაძლებელია რომ რამდენჯერმე განმეორდეს, მუდმივად გაუმჯობესდეს და ადაპტირდეს მიღებული უკუკავშირის შესაბამისად. პროცესი იწყება მომხმარებლისა და მათი გარემოს შეცნობით, შემდგომ გრძელდება პრობლემის ანალიზით, გადაწყვეტილებისთვის საჭირო იდეების გენერირებით, მოსდევს პროტოტიპირება და შემდგომ პროტოტიპის დატესტვა. აღნიშნული პროცესი პროდუქტის ადაპტაციას და გაძლიერებას უწყობს ხელს.
ინოვაციური სწავლების მეთოდებს ახლავს უამრავი დადებითი მხარე. მისი საშუალებით შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მომხმარებლის საჭროებების გათვალისწინებთ. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრის გზებს. შედეგად კი ვიღებთ პროდუქტსა და სერვისს რომლებიც უკეთ აკმაყოფილებენ მომხმარებლის მოლოდინებს და ზრდიან კომპანიების კონკურენტუნარიანობას. პრობლემის ადრეულ ეტაპზე ტესტირებისა და პრობლემის გადაჭრის წყალობით, მცირდება წარუმატებლობის რისკიც. ინოვაციური აზროვნება ასევე ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას და სინერგიულ პერფორმანსს.