ინოვაციური სწავლების მეთოდების ყველაზე გამარტივებულ ვიზუალიზაციას „ორმაგი ბრილიანტის მოდელი’ ეწოდება. იგი აღწერს ნებისმიერი დიზაინისა თუ ინოვაციური პროექტის ფარგლებში გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, როგორიც არის: ემპათია, განსაზღვრება, იდეა და პროტოტიპირება. „ორმაგი ბრილიანტის მოდელი“ კომპლექსური პრობლემების სამართავად და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად ადგენს მკაფიო სტრუქტურას. რაც ინოვაციური სწავლების მეთოდებში ხაზგასმით გულისხმობს სისტემური მიდგომების მნიშვნელობას.
ორმაგი ბრილიანტის მოდელი შეიქმნა ბრიტანეთის დიზაინის ინსტიტუტის საბჭოს მიერ 2005 წელს, რათა დიზაინერებს დახმარებოდა კრეატიული სამუშაოს შესრულების დროს ფაზების ნავიგაციაში.
„ორმაგი ბრილაიანტის მოდელის ფაზები„
1. ემპათია (მრავალფეროვნება)
„ორმაგი ბრილიანტის მოდელის“ პირველი ფაზაა ემპათია. მოცემული ფაზა ყურადღებას ამახვილებს მომხმარებლებისა და ფართობასშტაბიანი კვლევის დროს მათი საჭიროებების შესწავლაზე. პროცესის ძირითადი მიზანია მომხმარებლების, მათი ქცევის, საჭიროებებისა და მოტივაციის შესახებ შეგროვდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ინფორმაცია. მოცემულ ფაზაში გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიც არის: ინტერვიუები, დაკვირვებები და გამოკითხვები. მრავალფეროვნება მოცემულ ფაზაში გულისხმობს, რომ ჩვენი მიზანია შევაგროვოთ დიდი რაოდენობის მონაცემები და შეხედულებები/პერსპექტივები.
2. განმარტება (კონვერგენცია/ ერთ წერტილში შეერთება)
ემპათიის ფაზის შემდგომ არის დეფინიციის ფაზა, სადაც შეგროვებული ინფორმაცია სინქრონიზირდება და ანალიზდება პრობლემის მკაფიოდ განსაზღვრების მიზნით. პროცესის ძირითადი მიზანია, რომ გამოვავლინოთ პრობლემის ძირითადი მახასიათებლები და ნიმუშები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ პრობლემის კონკრეტული არსი. მოცემული ფაზა არის კონვერგენტული, რაც გულისხმობს ვიწრო ჭრილში კონკრეტულ გადასამისამართებელ პრობლემაზე კონცენტრირებას. მოცემული ფაზის შედეგია მკაფიოდ განსაზღვრული პრობლემა, რომელიც აძლევს მიმართულებას პროცესის შემდგომ საფეხურებს.
3. იდეის გენერაცია
პრობლემის განსაზღვრებას, მოსდევს იდეათონის ფაზა. მოცემულ მრავალფეროვან ფაზაში, ძირითადი აქცენტი იდეების გენერირებასა და შესაძლო გადაჭრის გზებზე კეთდება. პროცესში გამოიყენება ტექნიკები, როგორიც არის: ბრეინშტორმინგი, მაინდ მეფინგი და სთორი თელინგი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მუშაობის დროს კრეატიული და ინოვაციური იდეების გაჟღერებას დავუჭიროთ მხარი და პირდაპირ არ დავიწყოთ იდეების შეფასება. პროცესის მიზანია შევქმნათ პრობლემის გადაჭრის გზების ფართო სპექტრი, რომლებიც მოგვიანებით დაიტესტება და დაიხვეწება.
4. პროტოტიპირება
ორმაგი ბრილიანტის მოდელის ბოლო ფაზაა პროტოტიპირება. ეს ფაზა მოიცავს შერჩეული იდეების მარტივი და სწრაფი პროტოტიპების შექმნას. პროტოტიპები შეიძლება იყოს ფიზიკური მოდელები, ცოფრული მაკეტები ან სხვა ფორმები, რომლებიც მომხმარებელს დიზაინით ინტერაქციის შესაძლებლობას მისცემენ. მოცემული კონვერგენციული ფაზის დროს, მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე პროტოტიპები იტესტება და იხვეწება. პროცესის მთავარი მიზანია დიზაინი დაიხვეწოს იქამდე, სანამ ეფექტური და გამოსაყენებელი გადაჭრის გზა არ მიიღწევა.
ორმაგი ბრილიანტის მოდელი გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში და წარმოადგენს უფრო მეტს ვიდრე, მხოლოდ ინსტრუმენტს დიზაინერებისთვის. აღნიშნული მოდელი ქმნის სტრუქტურას, რომელიც პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და გრძელვადიან პერიოდში დროის დაზოგვას უწყობს ხელს. თითოეულ დიზაინერს შეუძლია საკუთარი შეხედულებით მიუდგეს პრობლემებს, მაგრამ ამ მოდელს შეუძლია გადაწყვეტილების ძიების პროცესი უფრო ეფექტური და მიზანმიმართული გახადოს.
არსებობს ინოვაციური სწავლების პროცესის სხვა ჩარჩოებიც, მაგალითად, როგორიც არის ცირკულარული, წრიული მოდელი, რომელიც კონცენტრირებულია სწავლებისა და ადაპტაციის უწყვეტ ციკლზე. მაგალითისთვის ეს მოდელი, განასხვავებს ფაზებს შემდეგნაირად: გააზრება/გაგება > დაკვირვება > განსაზღვრება > ხედვის განსაზღვრა > იდეაცია > პროტოტიპი > გატესტვა > ასახვა. ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ ერთი მიდგომა მეორეზე უკეთესია. ორივე მიდგომა აჩვენებს, რომ ინოვაციური აზროვნება არ არის ხისტი პროცესი, არამედ მოქნილი ჩარჩოა რომელიც, შეიძლება ადაპტირდეს კონკრეტული პროექტის ან/და გუნდის საჭიროებებზე. რომელ მოდელსაც არ უნდა იყენებდეთ, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ფოკუსირდეთ მომხმარებელზე და მუდმივად გააუმჯობესოთ გადაწყვეტილებები საჭიროებებსა და უკუკავშირზე დაყრდნობით.