-
-
-
-
-
“საქმეები რომლებიც უნდა შესრულდეს” (JTBD) მეთოდი არის მიდგომა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის საჭიროებების გასაგებად და შესაბამისი პრობლემების დასადგენად. ეს კონცეფცია ფოკუსირებულია იმაზე, თუ რის მიღწევას ან გადაწყვეტას ცდილობს მომხმარებელი, ანუ სამუშაოს რომლის შესრულებაც სურს და არა კონკრეტულად რას ყიდულობს და რომელ პროდუქტს იყენებს. JTBD მიდგომა, გულისხმობს რომ მომხმარებლები ყიდულობენ პროდუქტებსა და სერვისებს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ან გარკვეული მიზნების მისაღწევად.
მეთოდის განსახორციელებელი ნაბიჯები
- მომხმარებელთა სეგმენტის იდენტიფიცირება: პროცესი დაიწყეთ თქვენი პროდუქტითა და სერვისით დაინტერესებული სხვადასხვა მომხმარებლის სეგმენტის იდენტიფიცირებით. მომხმარებელთა სეგმენტი განსაზღვრული უნდა იყოს საერთო მახასიათებლების, საჭიროებებისა და მიზნების გათვალისწინებით.
- პერსონაჟის შექმნა: შეარჩიეთ/გამოყავით ერთი ან ერთზე მეტი საკვანძო მომხმარებელთა სეგმენტი და შექმენით პერსონაჟები. გამოგონილი პერსონაჟები უნდა წარმოადგენდნენ ტიპიურ მომხმარებლებს კონკრეტული საჭიროებებით, მიზნებითა და მახასიათებლებით. თითოეული პერსონაჟისთვის დააიდენტიფიცირეთ ძირითადი დავალებები და მიზნები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია თქვენი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზების დროს.
- სიღრმისეული ინტერვიუები და დაკვირების ეტაპი: შეიმუშავეთ სიღრმისეული ინტერვიუები და დაკვირვების მეთოდები თითოელი პერსონაჟისთვის იმისთვის, რომ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და მოტივაციის შესახებ. სთხოვეთ, რომ აღწერონ სიტუაციები სადაც ისინი ვერ ასრულებენ დავალებებს ან/და ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს. გაანალიზეთ გამომწვევი პრობლემები ან/და დაბრკოლებები.
- ძირითადი დავალებების იდენტიფიცირება: ინტერვიუებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით განსაზღრეთ ძირითადი დავალებები და მიზნები, რომლებიც მომხმარებლებისთვის ასოცირდება თქვენი პროდუქტისა და სერვისის გამოყენებასთან. ფოკუსირდით მთავარ მოტივაციასა და საჭიროებებზე, რომლებიც წარმართავს ამ დავალებას.
- Jtbd რუკის შედგენა: გამოიყენეთ შეგროვებული მასალა, რომ შექმნათ JTBD რუკა რომელიც ასახავს მომხმარებელთა მთავარ დავალებებსა და მიზნებს, მათ შინაარს და ასევე გამოცდილებას დავალებების გადამისამართების პროცესში. ეს რუკა უნდა შეიცავდეს თითოეულ დავალებას, მათ შორის კონკრეტულ სიტუაციებს, პრობლემებსა და საჭიროებებს, რომლებიც ცუდ გამოცდილებას ახსენებს, და ასევე შედეგებს რასაც მომხმარებლები ელოდებიან.
- ანალიზი და შედეგები: დაამუშავეთ შეგროვებული ინფორმაცია და JTBD რუკა ნიმუშების, ტენდენციების და მნიშვნელოვნად გამოსასწორებელი ადგილების იდენტიფიცირებისთვის. განსაზღვრეთ პროდუქტისა ან/და სერვისის ინოვაციისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომლებიც უკეთ უპასუხებენ მომხმარებელთა საჭიროებებსა და მიზნებს.
გასათვალისწინებელი რჩევები
- JTBD პროცესისთვის შესასრულებელი დავალებებისთვის ჯგუფის წევრები შეარჩიეთ განსხვავებული სფეროებიდან (დიზაინი, ინჟინერია, მარკეტინგი, მომხმარებელთა მხარდაჭერა). განსხვავებული შეხედულებები მომხმარებელთა საჭიროებების მრავალფეროვან სპექტრს დაგანახებთ, რაც დაგეხმარებათ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებამდე მისვლაში.
- JTBD თვალით შეხედეთ და აღმოაჩინეთ ისეთ ადგილები სადაც მიმდინარე გადაწყვეტილებებმა არ გაამართლა ან ცალსახად ვარდნაა ბაზარზე. გაანალიზეთ მომხმარებელა უკუკავშირი და ქცევა იმისთვის, რომ დაინახოთ ჯერ კიდევ უცნობი საჭიროებები, რომლებიც სრულად უკავშირდება არსებულ პროდუქტებსა და სერვისებს.
- რეგულარულად განაახლეთ JTBD მონაცემები მომხმარებელთა ახალი ბაზისა და უკუკავშირის საფუძველზე. მომხმარებელთა საჭიროებები მუდმიად ვითარდება და იცვლება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია თქვენი JTBD ანალიზი იყოს მუდმივად განახლებული, რათა გადაჭრის გზები იყოს კვლავ რელევანტური და ეფექტური.
შესაძლო გამოყენება
- პროდუქტის განვითარება
- მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების განვითარება
- მომხმარებელთა ინტერაქციისა და სერვისების გაუმჯობესება
შაბლონი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: JOBS TO BE DONE